
ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ აქტივობებში წახალისებული და მხარდაჭერილია. მოტივირებული მოსწავლეები კი აქტიურობით გამოირჩევიან და ამა თუ იმ ღონისძიებაში წარმატებით ასპარეზობენ.
ქუთაისის მოსწავლე - ახალგაზრდობის პარკში, ევროპის სასკოლო სპორტის დღესთან დაკავშირებით, „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026“ გაიხსნა. ღონისძიებაში ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
გეზრბენსა და ჭადრაკის შეჯიბრებებში გამარჯვებულები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა დააჯილდოვა.
მათ შორის დაჯილდოვდა სკოლის X კლასის მოსწავლე ბექა ქარქაშაძე. სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.