ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის ეკოკლუბი მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა
30-09-2025

თედო ჯღარკავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი ეკოპასუხისმგებლობით გამოირჩევიან. სკოლაში ორი წელია მუშაობს ეკოკლუბი - „ეკო-თაობა“, რომლის მიზანია გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება და სასკოლო საზოგადოების ეკოცნობიერების ამაღლება. 

კლუბის ხელმძღვნელი გახლავთ ბიოლოგიის მასწავლებელი მზია დანელია, ხოლო კლუბის ლიდერი - მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ჯღარკავა. 

წელს, ეკოკლუბი აქტიურად იყო ჩართული მასშტაბურ გარემოსდავით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“, რომლის ფარგლებში ეკოკლუბელებმა არაერთი ეკოაქტივობა განახორციელეს. 

კლუბი კონკურსის ნახევარფინალისტი გახდა. 26 სექტემბერს ჩატარდა ფინალური შეხვედრა, სადაც „ეკო-თაობა“ საპატიო სიგელით დაჯილდოვდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203