
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს იყენებენ და მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ.
აღსანიშნავია, მე-2 კლასელთა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი, სადაც პედაგოგმა სოფო დანელიამ როლურ თამაშს მიმართა. ამჟამად, მოსწავლეები საპროგრამო მასალით „პინოქიოს თავგადასავალს“ გადიან. ბავშვებმა ერთ-ერთი თავი შეისწავლეს. ტექსტის გაცნობის შემდეგ კი მთავარი გმირის როლი მოირგეს, პინოქიოს წერილებიც მისწერეს და ცუდისა და კარგის გასარჩევად რჩევებიც არ დაიშურეს.
„დღეს მე-2 კლასში პინოქიო ვისტუმრეთ...ვიმსჯელეთ მის თვისებებზე, მოვირგეთ მისი როლი და მივხვდით, თუ რა რთულია ტყუილში ცხოვრება (როცა ცხვირი ასე გეზრდება ტყუილის შემდეგ)წ ერილებიც მივწერეთ და რაც მთავარია ვისწავლეთ ცუდისა და კარგის გარჩევა...
დარწმუნებული ვარ, ჩემი პატარები, ასე ნელ-ნელა შეაგროვებენ ცოდნას, დადებით ემოციებს, იბედნიერებენ თვითონაც და სარგებელს მოუტანენ სხვასაც...“, - გვიყვება პედაგოგი სოფო დანელია და მოსწავლეებს კვლავ არაერთ საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდება.
იხილეთ ფოტოები: