
სპორტი, რომ ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია, ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლაში კარგად იციან. დირექცია და პედაგოგები აქტიურად ახალისებენ მოსწავლეთა ჩართულობას სპორტულ ღონისძიებებში და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ეწევეიან.
რა თქმა უნდა, სკოლა აქტიურად შეუერთდა ევროპის სპორტულ კვირეულს, რომელიც მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა. მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭით, მონდომებითა და სპორტული სულისკვეთებით საპრიზო ადგილები დაიმსახურეს.
მაგიდის ჩოგბურთი (ვაჟები):
I ადგილი - ანრი ჭანტურია;
II ადგილი - ლუკა კუჭავა;
III ადგილი - ლუკა ჟვანია.
გოგონები:
I ადგილი - ცირა ახალაია;
II ადგილი - ნინი ჭაავა.
ბადმინტონი:
გოგონებში:
II ადგილი - ნინო ბერიძე;
III ადგილი - ანანო ჭაავა.
ბიჭებში:
II ადგილი - ანრი ჭანტურია.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ,ჩვენს ახალგაზრდებს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.