
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის პედაგოგი ნანული გურგენაძე არაერთი წელია მომავალი თაობის აღზრდა-განათლებას ემსახურება და საკუთარი წვლილი შეაქვს ერუდირებული საზოგადოების ფორმირიებაში.
ახლახან, პედაგოგის ღვაწლი და შრომა საზეიმოდ აღინიშნა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა - ალექსანდრე სარიშვილმა პედაგოგს ღირსეული მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა და წლის საუკეთესო პედაგოგის სიგელი გადასცა.
სკოლაში ახარებთ კოლეგის წარმატება და მას დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ.
„დღეს განსაკუთრებული დღეა - დღე, როდესაც თქვენი თავდაუზოგავი შრომა დაფასდა. თქვენთვის მინიჭებული ჯილდო სიმბოლოა თქვენი შრომის, ადამიანობისა და პროფესიონალიზმისა.
თქვენი მთავარი ღირსებები- - ცოდნის გადაცემა, მოთმინება, სიბრძნე და სიმტკიცე - ის ფასეულობებია, რომლებიც მომავლის თაობებს აყალიბებს.
გილოცავთ ამ ღირსეულ აღიარებას! გისურვებთ ჯანმრთელობას, შემართებას და კიდევ მრავალ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.