
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
რა თქმა უნდა, სკოლა აქტიურად შეუერთდა სასკოლო სპორტის კვირეულს. კვირეულის ფარგლებში სკოლაში გაიმართა სპორტული შეჯიბრებები: მაგიდის ჩოგბურთში, ბადმინტონში, მინი ფეხბურთსა და ფრენბურთში.
მოსწავლეები ღონისძიებებში ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო სპორტის კვირეული საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.
იხილეთ ფოტოები: