
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ მამწვარას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შემოქმედებითად განსაკუთრებით დატვირთულია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილები.
ახლახან, მე-3 კლასის მოსწავლეებმა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე იმუშავეს თემაზე - ჯადოსნური ხაზი.
„ჩვენ ვხატავთ, რათა გავიგოთ ხაზის ჯადოსნური თვისება“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა და მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს.
იხილეთ ვიდეო: