სატივის საჯარო სკოლაში, სასკოლო სპორტის კვირეულის ფარგლებში, არაერთი ღონისძიება გაიმართა
29-09-2025

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, სკოლა სასკოლო სპორტის კვირეულს აქტიურად შეუერთდა. 

მთელი კვირის განმავლობაში, სკოლაში ჩატარდა სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიება.

26 სექტემბერს კი სკოლამ აღნიშნა ევროპის სასკოლო სპორტის დღე, განსაკუთრებული ხალისით, ჟრიამულითა და სპორტული სულისკვეთებით.

დაწყებით კლასებში გაიმართა „მხიარული სტარტები“, რომელშიც პატარებმა სიხარულით, ენერგიითა და დიდი ენთუზიაზმით იაპარეზეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს იყო დღე, სადაც გამარჯვება მხოლოდ შედეგით არ იზომებოდა. მთავარი იყო მონაწილეობა, მეგობრობა და მხიარული ემოციები.

„სკოლაში მოეწყო მოსწავლეების ჯილდოების გამოფენა, რათა ბავშვებს ვაჩვენოთ, რომ შრომა და მონდომება ყოველთვის ფასდება.

ამ გზით პატარებს კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, იყო აქტიური, წარმატებაზე ორიენტირებული და მეგობრული მოსწავლე.

მსგავსი აქტივობები არამარტო ამაღლებს სპორტულ სულისკვეთებას, არამედ ზრდის მოტივაციას, თავდაჯერებას და აყალიბებს პასუხისმგებლიან თაობას.

მადლობა ყველა მოსწავლეს, პედაგოგებს, ვინც ჩაერთო ამ მხიარულ და აქტიურ კვირეულში.

სპორტი ჩვენს სკოლაში ნიშნავს ერთიანობას, განვითარებას და პოზიტიურ მომავალს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203