
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლაში დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე გამორჩეულად ზრუნავენ.
ამის ნათელი მაგალითია სასწავლო წლის პირველი დღე. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა დასახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ და 2025-2026 სასწავლო წლის პირეველი დღე ზეიმად უქციეს.
ამ დღის მთავარი გმირები, რა თქმა უნდა, პირველკლასელები იყვნენ, რომელთაც ცოდნის ტაძარში მოსიყვარულე და მზრუნველი მასწავლებლები შეუძღვნენ.
მიუხედავად იმისა, რომ 2025-2026 სასწავლო წელი ორი კვირაა დაიწყო, ბავშვებს პირველი დღის ემოციები დღემდე მოჰყვებათ.
იხილეთ ფოტოები: