ქსნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას ღონისძიებით მიაგეს პატივი
29-09-2025

ბონდო როსტიაშვილის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველზე ტრაგიკული დღე - 1993 წლის 27 სექტემბერი გაიხსენეს და აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

ღონისძიება სკოლის ეზოში გაიმართა. მოსწავლეებმა 32 წლის წინანდელ ტრაგიკულ მოვლენებზე ისაუბრეს, ქართველი გმირები გაიხსენეს და პატიორტული ლექსები წარიკითხეს

„აფხაზეთი - გონებაში ფერადი, გულში კი ნაცრისფერი და ტკივილიანი ... ჩვენ გვახსოვს ჩვენი გმირები“,- თქვეს მოსწავლეებმა და აღნიშნეს, რომ აფხაზეთი საქართველოა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203