გუდაურის საჯარო სკოლის ეკოკლუბი მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის ფინალისტია 
30-09-2025

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან და ეკოაქტივობებში დიდი მონდომებით მონაწილეობენ. 

წელს, სკოლის ეკოკლუბი ჩართული იყო მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“. კონკურსის ფარგლებში კლუბმა არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება განახორციელა და პრემიის ფინალში საპატიო ადგილიც დაიმსახურა. 

სკოლაში წარმატება ახარებთ და კვლავ არაერთ გარემოსდაცვით აქტივობას გეგმავენ. 

„ჩვენთვის ამ გრანდიოზული პროექტის ფინალში მონაწილეობა უკვე ძალიან დიდი წარმატებაა. მადლობა მოსწავლეებს, სკოლას, გუნდის თითოეულ წევრს გაწეული შრომისა და თანადგომისთვის...“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203