„ეს მედალი თქვენც ისევე გეკუთვნით, როგორც მე“ - ოქროსმედალოსანი ლუკა ბურდულის მადლობის წერილი გუდაურის საჯარო სკოლასა და პედაგოგებს
29-09-2025

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მათ აკადემიურ მოსწრებასა და მოტივაციაზე აისახება. სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთარებული ჰყავს.

მათ შორისაა ლუკა ბურდული, რომელიც ახლახან კუთვნილი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. 

კურსდამთავრებული სკოლის დირექციასა და პედაგოგებს მის განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობას უხდის. 

„მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით გუდაურის საჯარო სკოლას. თქვენი თავდადება, მოთმინება და ჩემი განათლებისადმი ერთგულება მაძლევდა მოტივაციას, ყოველდღე საუკეთესო გამეკეთებინა. ოქროს მედლის მიღება არა მხოლოდ ჩემი მიღწევაა, არამედ იმ ძალისხმევის ანარეკლია, რომელიც თქვენ ამ დროის განმავლობაში ჩემში ჩადეთ. ამიტომ ეს მედალი თქვენც ისევე გეკუთვნით, როგორც მე.

ასევე მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, რომლებიც ყოველთვის ჩემს გვერდით იდგნენ და მამხნევებდნენ“,- აღნიშნავს ლუკა ბურდული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203