
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაქოვის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე ზრუნავენ.
სწორედ ამის ნათელი მაგალითია სასწავლო წლის პირველი დღე. პედაგოგებმა პატარებს საზეიმოდ მორთული სასწავლო გარემო დაახვედრეს და ბავშვებს საგანმანათლებლო პროცესის განახლება ზეიმად უქციეს.
„დარაქოვის საჯარო სკოლა დღეს ცოდნის მაცოცხლებელი სინათლით და გამადიდებელი სულისკვეთებით აივსო. ეს იყო დღესასწაული, ცოდნის, წერისა და სკოლის შესანიშნავი ყოველწლიური დღესასწაული. დაიწყო 2025-2026 სასწავლო წელი. ჩვენმა ძვირფასმა აღმზრდელმა კატოგიამ დედასავით ფართოდ გაშალა ფრთები და თავისი მკლავები მოუწოდა მოსიყვარულე ბავშვებს, რომლებიც ჩვენს მომავალ დღეს შექმნიან. სასიხარულო და დამაიმედებელია, რომ წელს მზის 7 ახალბედა გვყავს. ჩვენმა პირველკლასელებმა აღელვებული, მღელვარე და მეოცნებე თვალებით მიიღეს ჯადოსნური გასაღები და ცოდნის სამყაროში კარი გააღეს. პირველი მასწავლებლის სანდო და გამთბარი ხელით პატარები შეუდგნენ სწავლის ამაღელვებელ გზას. ეს მშვენიერი დღესასწაული ჩვენს სკოლაში აღინიშნა სიმღერებით, ცეკვებით, საოცარი გადმოცემებით და მილოცვებით. ცოდნა არის ის მუდმივი და ურღვევი ძალა, რომლითაც ჩვენი გონება და სული უტეხი ხდება. გილოცავთ ცოდნის დღეს“,- გვეუბნება სკოლის დირექტორი ალისა აბაჯიანი.
მიუხედავად იმისა, რომ 2025-2026 სასწავლო წელი მესამე კვირაა დაიწყო, ბავშვებს პირველი დღის ემოციები დღემდე მოჰყვებათ. დარაქოვის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი, მათი მოტივირებასა და წახალისებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: