
ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისის N106 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ცოდნაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
ერთ-ერთი ასეთი ამაგდარი მასწავლებელია ცირა ბახტაძე, რომლის ღვაწლი და შრომა საზეიმოდ აღინიშნა.
ღვაწლმოსილი პედაგოგი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა და ისანი-სამგორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დააჯილდოვეს.
სკოლაში კოლეგის დაფასება ახარებთ. დირექცია და პედაგოგები მას დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ.
„სკოლის დირექცია, თითოეული თანამშრომელი ამაყია და გულმხურვალედ ულოცავს კოლეგას და მეგობარს - ცირა ბახტაძეს დაფასებასა და აღიარებას.
„მადლობა, ისანი-სამგორის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და ჩვენს ღვაწლმოსილ ცირა მასწავლებელს ამ ერთი ლამაზი დღისთვის, სადაც ბევრი თბილი, სამადლობელი სიტყვა მოვისმინეთ მასწავლებლების მიმართ თქმული“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: