
„ენა არის, კულტურის, ისტორიის და იდენტობის მატარებელი“ - ამ ლოზუნგით, 26 სექტემბერს, თბილისის N108 საჯარო სკოლაში, უცხოური ენების კათედრის ინიციატივით, ევროპული ენების დღე აღინიშნა.
სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა თუ ღონისძიება გაიმართა და ხაზგასმით აღინიშნა ენების შესწავლის მნიშვნელობა, კულტურათაშორისი ურთიერთობებისთვის.
„დღეს, ევროპული ენების დღეა და ლინგვისტურ მრავალფეროვნებას აღვნიშნავთ! ენა არ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება, ის თითოეული ქვეყნის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი სიამაყით ინარჩუნებს 24 ოფიციალურ ენას და ევროპის საბჭოსთან ერთად, ყოველ წელს, ევროპული ენების დღეს აღნიშნავს, ლინგვისტური მრავალფეროვნების პატივსაცემად და ენების შესწავლისა და კულტურათაშორისი ურთიერთობების მხარდასაჭერად“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს.
ვიდეო იხილეთ ბმულზე: