
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში ჯანსაღ ცხოვრებას, აქტივობასა და მეგობრულ შეჯიბრებებს მთელი კვირა დაეთმო.
სკოლა სასკოლო სპორტის კვირეულს აქტიურად შეუერთდა, სლოგანით - „იყავი აქტიური“.
კვირეულის მეორე დღე, კალათბურთს დაეთმო. 24 სექტემბერი კი - ხელბურთს.
მე-4 დღეს, 25 სექტემბერს ფრენბურთის და და ბადმინტონის ასპარეზობა გაიმართა.
მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: