ერკეთის საჯარო სკოლაში „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026“ გაიხსნა
29-09-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, სკოლა აქტიურად შეუერთდა სასკოლო სპორტის კვირეულს ლოზუნგით - „იყავი აქტიური“.

სპორტული კვირეულის პირველ დღეს სკოლის სპორტულ მოედანზე გაიმართა მინი ფეხბურთის შეჯიბრი გოგონებსა და ვაჟებს შორის, მომდევნო ეტაპზე გაიმართა ასპარეზობა „მხიარულ სტარტებში“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და მშობლებმა გამოავლინეს დიდი სპორტული უნარები, ხელი შეეწყო ურთიერთობების გაღრმავებას, ჯანსაღი  გარემოს განმტკიცებას.

26 სექტემბერს კი სკოლაში სასკოლო სპორტის დღეს - „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026“ გაიხსნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203