
თბილისის N108 საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სკოლა არაერთ ღონისძიებას ატარებს, ახალისებს მოსწავლეთა სპორტულ ცხოვრებას.
25 სექტემბერს სკოლამ სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეული წარმატებისა და საქართველოს წარმოჩენისათვის მოსწავლეები დააჯილდოვა.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევები საზეიმოდ აღნიშნა, სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიულოცეს წარმატება და ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვბეს.
„თქვენი თავდაუზოგავი შრომა, ძალისხმევა და გამარჯვებისკენ მუდმივი სწრაფვა ქვეყნისთვის საამაყოა. თქვენი წარმატებები არა მხოლოდ სპორტული ისტორიების ნაწილია, არამედ შთაგონება მომავალ თაობებისთვის, რომლებმაც უნდა დაინახონ, რომ დაუღალავი შრომითა და პატრიოტიზმით შეუძლებელია ყველაფერი. გისურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს, ჯანმრთელობასა და ძალას - რომ მომავალშიც ასე ღირსეულად წარმოაჩინოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: