ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები, საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტის ფარგლებში, პოლონეთს სტუმრობდნენ
29-09-2025

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ელენე კუხალეიშვილი, სოფიო არდია და ანანო თორდია, საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტის - „Girls: Our Roots“ Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, პოლონეთში იმყოფებოდნენ.

ქართველ მოსწავლეებთან ერთად პროექტში მონაწილეობდნენ მოსწავლეები გერმანიიდან, პოლონეთიდან, სლოვენიიდან, უკრაინიდან და ხორვატიიდან.

პროექტის ფარგლებში, გაიმართა სამუშაო შეხვედრები და შთამბეჭდავი ვორქშოპები, სადაც განხილვის მთავარი თემა იყო თვითშემეცნება, ფესვები, კულტურული მემკვიდრეობა და ბუნებასთან კავშირი.

ახალგაზრდებს მიეცათ საშუალება აღმოეჩინათ საკუთარი თავი წარსულის, ოჯახისა და კულტურის სიღრმეების გავლით.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტში მონაწილეობა თითოეული ახალგაზრდისთვის გახდა ახალი იდეების, შემოქმედებითობისა და მეგობრობის საწყისი და მადლობას უხდიან ასოციაცია „ათინათს“ ამ შესაძლებლობისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203