„ვისწავლოთ ერთად - სწავლა, სარწმუნოება, მამულიშვილობა“ - დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ინტეგრირებული გაკვეთილი 
29-09-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ, რაც ბავშვების ცოდნაზე აისახება.

ეროვნული  სასწავლო გეგმიდან გამომდინარე, დაბლაციხის საჯარო სკოლაში ჩატარდა სასწავლო- შემოქმედებითი პროექტით გათვალისწინებული ინტეგრირებული გაკვეთილი საქართველოს ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გაკვეთილის ლოზუნგი იყო იყო „ვისწავლოთ ერთად - სწავლა, სარწმუნოება, მამულიშვილობა“. 

სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდნენ - ისტორიის მასწავლებელი - ფილიპე გიორგაძე და ქართული ენა/ლიტერატურის პედაგოგი მარიამ ონიანი. 

გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეები, მასწავლებლების თაოსნობით, სოფელ  შუა ამაღლების, უდაბნოს მამათა მონასტერს ესტუმრნენ და ერთ-ერთი უძველესი კულტურული ძეგლის ისტორიას გაეცნენ. 

მოსწავლეებისთვის მეტად შთამბეჭდავი და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა მონასტერში სტუმრობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203