„საზღვარი ვერ უძლებს გულის ხმას…“- ობუჯის თემის N1 სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთის საზღვართან ლიტერატურული დილა მოაწყვეს
29-09-2025

გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველზე ტრაგიკული დღე - 1993 წლის 27 სექტემბერი გაიხსენეს და აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

27 სექტემბერი... დღე, რომელიც ქართველებისთვის უსაშველო ტკივილითაა სავსე, რადგან ეს დღე, აფხაზეთის დაცემის დღეა და იმედით სავსეც, რადგან ჯვართამაღლების დღეა. ქართველებს გვჯერა, რომ დავბრუნდებით აფხაზეთში, რომ აფხაზეთი ნამდვილად საქართველოა.

„საზღვარი ვერ უძლებს გულის ხმას…“ - ამ დევიზით მოაწყვეს ლიტერატურული დილა აფხაზეთის საზღვართან გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლების: მირანდა მოლაშხიასა და ელისო ვეკუას თანადგომით.

„ფრთებს დამსხვრეულს ისევ გავშლით,

ძველ ბუდეში ჩავბუდდებით“... ასე სწამთ მათ.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები აფხაზეთზე. მოისმინეს ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, მირანდა მოლაშხიას საუბარი ქართველებისა და აფხაზების ერთობაზე, სისხლისმღვრელ სამოქალაქო ომზე, იმ ომის გმირებზე, დღევანდელ სიტუაციაზე და მომავლის იმედებზე.

„ჩვენ დავბრუნდებით! ჩვენ ისე გადავლახავთ ამ მავთულხლართებს, როგორც ცაში აფრენილი ფერადი ბუშტები, რომლებსაც ჩვენი ოცნებები გავატანეთ აფხაზეთში“,- ამბობენ მეცხრეკლასელები.

სკოლაში მადლობას უხდიან მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მეტად საინტერესო, ამაღელვებელი და აპატრიოტული აქტივობისთვის. 

„მადლობა მოსწავლეებო და მირანდა და ელისო მასწავლებელო!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203