„აფხაზეთი - ჩემი ტკივილია“ - ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასში სოხუმის დაცემის დღეს გაკვეთილი მიეძღვნა
29-09-2025

ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველზე ტრაგიკული დღე - 1993 წლის 27 სექტემბერი გაიხსენეს და აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მე-8 კლასში კი სოხუმის დაცემის დღეს გაკვეთილი მიეძღვნა. გაკვეთილს, რომლის თემა გახლდათ - „აფხაზეთი - ჩემი ტკივილია“, პედაგოგი ეკა ნერგაძე ხელმძღვანელობდა. 

გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, სადაც მიმოხილული იყო: ომის დაწყების წინაპირობები, ისტორიული გარემოებები და შედეგები, რომლებმაც მძიმე კვალი დატოვეს საქართველოს თანამედროვე ისტორიაში.

მოსწავლეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იმ გმირებზე, რომლებმაც თავი გაწირეს სამშობლოსათვის. გაკვეთილი კი დაასრულეს ოპტიმისტური დევიზით - „ჩვენ მშვიდობიანი გზით დავიბრუნებთ აფხაზეთს“. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203