„გმირობა გაკვეთილია“ - აფხაზეთის ომში დაღუპულ ბესიკ სოფრომაძის ხსოვნას ბაღდათის N1 სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა ღონისძიება მიუძღვნეს
29-09-2025

ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველზე ტრაგიკული დღე - 1993 წლის 27 სექტემბერი გაიხსენეს.

26 სექტემბერს, სკოლის V-VII-XI კლასის მოსწავლეებმა პედაგოგების - ინგა მაჩიტიძის, ნუკრი კარკაძისა და სვეტა კახიანის ხელმძღვანელობით, გამართეს ღონისძიება - „გმირობა გაკვეთილია“, რომელიც მიეძღვნა აფხაზეთის ომში დაღუპულ ბაღდათელ გმირ ბესიკ სოფრომაძეს.

ღონისძიება გაიმართა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით. მოსწავლე-მასწავლებლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ის ტკივილი, რომელიც სამშობლოს დანაკარგს და ახალგაზრდა გმირების სიცოცხლის შეწირვას უკავშირდება.

მოსწავლეებმა პატრიოტული ლექსებით, მუსიკალური ნომრებითა და ემოციური წარდგენით აღნიშნეს ის უდიდესი მსხვერპლი, რომელიც ჩვენმა გმირებმა გაიღეს საქართველოს ერთიანობისთვის.

„ბესიკ სოფრომაძე ჩვენს მეხსიერებაში დარჩება როგორც სიმამაცის, ერთგულებისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი.

ჩვენი ვალია - გავაგრძელოთ იმ ღირებულებებით ცხოვრება, რომელთათვისაც ისინი იბრძოდნენ!

გმირობა არ მთავრდება - ის შთაგონებად იქცევა მომავალი თაობებისთვის.

მადლობა, ბაღდათის ცენტრალურ ბიბლიოთეკას მასპინძლობისათვის

მადლობა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203