სახელმწიფო ენაში გამოცდა დაინიშნა - მთავრობის დადგენილება ძალაშია
26-09-2025

საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარების წესი.

ტესტირება ჩატარდება სახელმწიფო ენის ფლობის დონეების (A1, A2, B1, B2, C1) შესაბამისად, ხოლო მონაწილეობის უფლება აქვს დარეგისტრირებულ ნებისმიერ პირს.

აღსანიშნავია, რომ ტესტირება შესაძლოა ჩატარდეს წელიწადში რამდენჯერმე, რეგისტრაციის საფასური კი 50 ლარია.

ტესტირების ჩატარებას კოორდინაციას გაუწევს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხოლო ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება და საგანმანათლებლო რესურსცენტრები ვალდებულნი არიან, ცენტრის მიმართვის შემთხვევაში, უზრუნველყონ ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგისტრაციასა და ტესტირების ჩატარებას.

„ცენტრის მიმართვის შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება ტესტირებისა და საცდელი ტესტირებების ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მის სარგებლობაში არსებული შენობების ან/და შენობებში არსებული საჭირო ფართის გამოყოფას“, - აღნიშნულია დადგენილებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203