
საჯარო სკოლებში გაკვეთილის ხანგრძლივობა კლასების მიხედვით განსხვავებულია. აღსანიშნავია, რომ ცვლილებების შეტანა სარეკომენდაციო ეროვნულ სასწავლო გეგმაში სკოლას ყოველთვის შეუძლია, თუმცა ამ ცვლილებებს სამინისტროსთან შეთანხმება სჭირდება.
გთავაზობთ, ინფორმაციას, კლასების მიხედვით გაკვეთილების ხანგრძლივობისა და მოსწავლის მიერ სკოლაში გატარებული ასტრონომიული საათების მაქსიმალურ ოდენობას ასაკის მიხედვით.
საჯარო სკოლაში III-XII კლასებში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით. პირველ კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 35 წუთით, ხოლო II კლასში – 40 წუთით. გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვება სამინისტროსთან შეთანხმებით.
მოზარდის ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, სკოლაში გატარებული ასტრონომიული საათების მაქსიმალური რაოდენობა არის შემდეგი: