ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. დირექცია და პედაგოგები მათ ჩართულობას სხვადასხვა აქტივობაში ახალისებენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ინტერესებზე აისახება.
რა თქმა უნდა, სკოლა აქტიურად შეუერთდა სასკოლო სპორტის კვირეულს.
22-28 სექტემბერი, მთლიანად ჯანსაღ ცხოვრებას, აქტივობასა და მეგობრულ შეჯიბრებებს დაეთმო.
26 სექტემბერი - დღე მეხუთე - გარბენსა და სხვა დამატებით ღონისძიებებს მიეძღვნა.
მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და სპორტული შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
სპორტის კვირეულს სკოლაში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი ზვიადი კეკელიძე ხელმძღვანელობდა.
„მადლობას ვუხდით სასკოლო სპორტული კვირეულის აქტიური მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მასწავლებლებს ნონა ურუშაძეს, ანა მეფარიშვილს და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს ნინო წიკლაურს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კვლავ არაერთ საინტერესო სპორტულ ღონისძიებას ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: