
15 სექტემბერს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურას საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდ ზარ-ზეიმით შეაღეს.
მოსწავლეებს დირექციამ და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს და ახალი სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცეს.
ამ დღის მთავარი გმირები ტრადიციულად პირველკლასელები იყვნენ. მათთვის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა. პატარები კომპიუტერებითა და „დედა ენით“ დასაჩუქრდნენ, პედაგოგებმა კი მათ ლამაზად მორთული სასწავლო სივრცე დაახვედრეს.
უფროსკლასელებმა ლამაზი ღონისძიება გამართეს.
სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიმართა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა და წარმატებული აკადემიური წელი უსურვა.
სკოლის დირექცია კიდევ ერთხელ ულოცავს სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლებას.
„წაჩხურუს საჯარო სკოლა ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო გილოცავთ ახალ 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებას.! გისურვებთ ნაყოფიერ და წარმატებულ სასწავლო წელს!“,- ვკითხულობთ სკოლის წერილში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: