ჯურუყვეთის N2 საჯარო სკოლის პედგოგებმა მოსწავლეებს გამორჩეული დახვედრა მოუწყვეს
26-09-2025

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის N2 საჯარო სკოლაში ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.

15 სექტემბერს სკოლაში დიდი დღესასწაული იყო. მოსწავლეთა განწყობასა და მოტივაციაზე დირექციამ და პედაგოგებმა იზრუნეს და ბავშვებს ზღაპრულად მორთული სასკოლო გარემო დაახვედრეს. 

პირველკლასელთა საზეიმო მიღებამ, საგანგებოდ მორთულ-მოკაზმულმა საკლასო ოთახებმა და ლამაზმა ღონისძიებამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. 

დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიმართეს, სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203