„თემი, რომელშიც ვცხოვრობ“- საჩინოს თემის N2 სკოლის მე-7 კლასელთა შთამბეჭდავი გასვლითი გაკვეთილი
26-09-2025

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია. 

პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებსა თუ ღონისძიებებს სთავაზობენ და გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ

აღსანიშნავია, მეშვიდეკლასელების პირველი გასვლითი გაკვეთილი მოქალაქეობაში, რომლის თემა გახლდათ - „თემი, რომელშიც ვცხოვრობ“. 

მოსწავლეები ესტუმრნენ ულამაზეს „ოქაჯე ღალს“. 

მოსწავლეებისთვის გასვლითი გაკვეთილი მეტად შემეცნებითი და ნაყოფიერი აღმოჩდა, დაუვიწყარი დრო გაატარეს და სკოლაში ახალი ცოდნითა და ინფორმაციით დახუნძლულნი დაბრუნდნენ. 

„ჩვენი მოგზაურობა და საინტერესო თავგადასავლები დაიწყო!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203