„ჩვენი ხელით შექმნილი სივრცული ფიგურები“ - XXI საუკუნის კომპეტენციებისა და უნარების განვითარებისკენ მიმართული პროექტი ჩოლურის საჯარო სკოლ​აში
26-09-2025

იმისთვის, რომ მოსწავლეებს მოტივაცია აუმაღლონ და ხარისხიანი და სიღრმისეული განათლებას მისცენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლის პედაგოგები მრავალფეროვან მეთოდებსა და საინტერესო სასწავლო სტრატეგიებს მიმართავენ. 

ამის ნათელი მაგალითია, 12 ივნისს, X-XI კლასის მიერ განხორციელებული პროექტი - „ჩვენი ხელით შექმნილი სივრცული ფიგურები“, რომელიც მიმართულია კეთებით სწავლებაზე და მოსწავლეებში 21-ე საუკუნის შესაბამისი კომპეტენციებისა და უნარების განვითარებას ემსახურება. პროექტის ხელმძღვანელი, კონსულტანტ მასწავლებელი, ნანა შუბითიძე გახლავთ, რომელიც ამერიკელი განათლების ფილოსოფოსის ჯონ დიუის სწავლების თეორიით ხელმძღვანელობს. 

„ამერიკელი განათლების ფილოსოფოსის ჯონ დიუის სწავლების თეორია სრულიად პასუხობს „21-ე საუკუნის უნარებს“, ჯონ დიუის მიაჩნდა, რომ „ბავშვები უფრო ადვილად სწავლობენ კეთებით, საკუთარი გამოცდილებით როცა ისინი თვითონ ქმნიან რამეს...“,- გვეუბნება პედაგოგი. 

მოსწავლეების მიერ საპრეზენტაციოდ ინფორმაციის მოძიებისა და ნახაზებისა და შლილების წარმოდგენის შემდეგ დაიგეგმა ვიზიტი ხის ოსტატთან ანდრია მუკბანიანთან. მოსწავლეებმა ოსტატს წარუდგინეს ნახაზები და შლილები თუ რა ფიგურების გაკეთება სურდათ.

აღსანიშნავია, რომ ანდრია მუკბანიანი ბავშვებთან დიდი გულისხმიერებით მუშაობდა; ჯერ აუხსნა უსაფრთხოების წესები, მერე აჩვენა დაზგები როგორ მუშაობდა. თითოეულ ფიგურაზე დაზგასთან მუშაობას ოსტატი მხოლოდ ასწავლიდა, დანარჩენს ბავშვები აკეთებდნენ თავიანთი ხელით.

მოსწავლეები თვითონ აკეთებდნენ აზომვებს, ჩარხავდნენ, აპრიალებდნენ ზედაპირს და ლაქავდნენ. რაც დიდ სიხარულსა და თავდაჯერებას იწვევდა მათში.

დაგეგმილი ფიგურების დამზადების შემდეგ სკოლის წინაშე წარდგნენ პრეზენტაციით. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი მარინა ლიპარტელიანი, მასწავლებლები და მოსწავლეები, რომელთაც დადებითად შეაფასეს პროექტი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203