
ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეები უცხოურ ენებს ხალისითა და დიდი ინტერესით ეუფლებიან. მათ ხარისხიან განათლებაზე კი პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ, რომლებიც ბავშვებს სასწავლო პროცესს საინტერესო აქტივობებითა თუ ღონისძიებებით უმრავალფეროვნებენ.
ახალახან, მოსწავლეებმა ენების ევროპული დღე აღნიშნეს. ამ მნიშვნელოვანი დღისადმი მიძღვნილ კვირეულს მოწაფეები აქტიურად შეუერთდნენ და ორიგინალური ვიდეორგოლიც ჩაწერეს.
„სკოლაში ფორმალური თუ არაფორმალური განათლება შესაძლებლობას იძლევა მეტი ენის შესასწავლად.
ლინგვისტური მრავალფეროვნება, კულტურათაშორისი თავისებურებები, ქართული და ევროპული ენების მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა წარმოჩინდა გერმანული ენის კლუბის წევრთა ნაშრომებში“,- გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: