
კერძო სკოლა „ანაბასისს“ არაერთი წარმატებული თაობა აღუზრდია. ერთ-ერთი მარიამ ბოხოჩაძე, რომელიც 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 501 საუკეთესო აბიტურიენტს შორის მოხვდა.
მარიამი წარმატებით ჩაირიცხა კავკასიის ბიზნესის სკოლაში (CSB), სადაც პროფესიას სრულიად უფასოდ დაეუფლება.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, 501 საუკეთესო აბიტურიენტს შორის მოხვდნენ, სრულიად უფასოდ ისწავლიან კავკასიის უნივერსიტეტში.
სკოლაში კურსდამთავრებულის წარმატებით ხარობენ და მას ცოდნის მწვერვალების დაპყრობას ადა ნათელ მომავალს უსურვებენ.
„ყველას სიამაყე ხარ მარიამ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
მარიამმა სტუდენტური ცხოვრება უკვე წარმატებით დაიწყო და ახალ გამოწვევებს დიდი შემართებით შეეჭიდა.
„ძალიან სასიამოვნო განცდაა - ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე პატარა გამარჯვებაა, რომელიც ერთდროულად დიდი გამოწვევაც არის და მაძლევს მოტივაციას, რომ მეტი ვისწავლო და კიდევ უფრო გავიზარდო“,- აღნიშნავს არიამ ბოხოჩაძე.
იხილეთ ფოტოები: