წნორის N1 სკოლის მხიარულთა და საზრიანთა გუნდის წარმატება
26-09-2025

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა მხარდაჭერილია, დიდი ყურადღება ექცევა ბავშვების წახალისებას იპოვონ და განივითარონ ნიჭი და შესაძლებლობები. მოტივირებული მოსწავლეები კი სხვადასხვა კონკურსში წარმატებით მონაწილეობენ. 

ახლახან, წნორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მხიარულთა და საზრიანთა კლუბის თამაშში პირველი ადგილი მოიპოვეს.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო პროგრამით წარდგნენ და მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ, მათ გამარჯვებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.  

„გილოცავთ, ბავშვებო მიღწეულ წარმატებას. თქვენი იუმორი, ჭკუა და გუნდური სულისკვეთება მაგალითია იმისა, თუ რამდენად მრავალმხრივად ნიჭიერები ხართ. თქვენი ენერგია, შემოქმედება და ერთმანეთზე ზრუნვა იყო სწორედ ის, რაც გამარჯვებამდე მიგიყვანათ. მამაცად გააგრძელეთ წარმატებების გზაზე სიარული“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203