ჩხორიის საჯარო სკოლაში „ცოდნის ზეიმი“ მოეწყო
26-09-2025

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის დირექცია და მოსწავლე-მასწავლებლები სასწავლო წლის დაწყებას საზეიმოდ შეხვდნენ. 

15 სექტემბერს, ჩხორიის საჯარო სკოლაში „ცოდნის ზეიმი“ მოეწყო. სკოლის დირექტორმა - ლულა ხვიჩავამ სიტყვით მიმართა მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. განსაკუთრებით მოეფერა პირველკლასელებს და დაულოცა მათ პირველი ნაბიჯები ცოდნის სამყაროში.

სკოლის ხელმძღვანელმა მრავალფეროვანი, საინტერესო და წარმატებული წელი უსურვა ყველა იმ კურსდამთავრებულს, ვინც პირველად შეაღო უმაღლესი სასწავლებლის კარი, ხოლო - დაუვიწყარი გამოცდილებებითა და ახალი ცოდნის აღმოჩენებით  სავსე წელი ყველა მოსწავლეს.

ასევე, მოსწავლეებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ პოლონეთში Erasmus-ის პროექტის ფარგლებში, ასევე GITA-ს „STEAM ბანაკში“, ბაკურიანის „ლიტერატურულ ბანაკსა“ და მწვანე ბანაკში - „კლიმატის ელჩები-2025“, შთაბეჭდილებები გაუზიარეს თავიანთ თანატოლებს.

მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები და ცეკვები. გაჟღერდა ჰიმნი და აღიმართა დროშა.

ასევე ათოსან მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203