„იყავი აქტიური“ - ერკეთის საჯარო სკოლაში სპორტის კვირეული მიმდინარეობს
26-09-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში 22 სექტემბერს სტარტი აიღო ევროპის სპორტულმა კვირეულმა დევიზით - „იყავი აქტიური“. 

კვირეულის ფარგლებში, ყოველდღიურად იმართება აქტივობები სპორტის სხვადასხვა სახეობებში. 22-28 სექტემბერი, მთლიანად ჯანსაღ ცხოვრებას, აქტივობასა და მეგობრულ შეჯიბრებებს დაეთმობა. 

სპორტული კვირეულის პირველ დღეს სკოლის სპორტულ მოედანზე გაიმართა მინი ფეხბურთის შეჯიბრი გოგონებსა და ვაჟებს შორის. ​მოსწავლეებში შეჯიბრში ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და ბევრი იხალისეს. გამოვლინდა საუკეთესო გუნდი.

სკოლის სპორტულ ოლიმპიადაში  მოსწავლეებთან ერთად ასპარეზობენ პედაგოგები და მშობლები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203