
საჯარო სკოლებში პედაგოგებს კუთვნილი ანაზღაურება არ მიუღიათ. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, etaloni.ge-მ დეტალების გასარკვევად განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიმართა კითხვით: რა პრინციპით დარიგდა ზოგ სკოლაში ხელფასები, ზოგან კი ანაზღაურებას პედაგოგები ამ დრომდე ელიან და როდის დაირიცხება ანაზღაურება?
ოფიციალური უწყების ცხელ ხაზზე განგვიმარტეს, რომ სამინისტროდან სახელფასო თანხები ჯერ არ განაწილებულა:
„ხელფასები ჩვენგან არ წამოსულა ჯერ... ამ დღეებში დაირიცხება, მაქსიმუმ ორშაბათს“, - ასე რომ, სკოლებში ანაზღაურების საკითხი მომავალ კვირაში მოგვარდება.