
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყებას საზეიმოდ შეხვდა.
სასკოლო საზოგადოებამ სასწავლო პროცესი დიდი შემართებითა და დიადი სასწავლო მიზნებით განაახლა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ და ბავშვებს 15 სექტემბერი დღესასწაულად უქციეს.
ამ დღის მთავარი გმირები, ტრადიციულად პირველკლასელები იყვნენ. პატარებს საზეიმოდ გადაეცათ მათი კუთვნილი კომპიუტერები. მზრუნველი და მოსიყვარულე მასწავლებლები ბავშვებს ლამაზად მორთულ-მოკაზმულ საკლასო ოთახებში შეუძღვნენ.
სკოლის დირექციამ სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა.
„ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, მშობლებო გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. წარმატებისა და წინსვლის მომტანი იყოს ყველასთვის ეს სასწავლო წელი
განსაკუთრებით ჩვენ პირველკლასელებს გვინდა მივულოცოთ პირველი ნაბიჯები ცოდნის სამყაროში. წარმატებები ჩვენო მერცხლებო“,- აღინიშნა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: