
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
რა თქმა უნდა, სკოლა აქტიურად შეუერთდა სასკოლო სპორტის კვირეულს.
კვირეული 22-28 სექტემბერი გაგრძელდება და ჯანსაღ ცხოვრებას, აქტივობასა და მეგობრულ შეჯიბრებებს დაეთმობა.
კვირეულის ფარგლებში, სკოლაში უკვე ჩატარდა შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში: ფრენბურთში, კალათბურთში, მკლავჭიდში, აზიდვშა, მინი ფეხბურთში, დისტანციაზე სირბილსა და ა.შ.
მოსწავლეები შეჯიბრებებში ხალისითა და დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულნი და დროს ხალისიანად და სასარგებლოდ ატარებენ.
იხილეთ ფოტოები: