
დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. მათი მხატვრული ნიჭისა და ესთეტიკური ხედვის განვითარებაზე კი პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
რა თქმა უნდა, შემოქმედებითად განსაკუთრებით დატვირთულია ხელოვნების გაკვეთილები. პედაგოგი თამილა ჩართოლანი ბავშვებს არაერთ საინტერესო და განმავითარებელ აქტივობას სთავაზობს. მოსწავლეებიც ხალისით ასრულებენ დავალებებს, წარმოაჩენენ ნიჭსა და შესაძლებლობებს.
ახლახან, მე-4 კლასის მოსწავლეებმა ბუნებრივი მასალით ავტოპორტრეტები შექმნეს. მათი ნამუშევრები მრავალფეროვნებით გამოირჩევა და სასიამოვნო სანახავია.
იხილეთ ვიდეო