
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ხარისხიან განათლებასა და წარმატებულ მომავალზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
ახლახან, მათი ღვაწლი და შრომა საზეიმოდ აღინიშნა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა წნორის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები - ლია ჯამასპიშვილი, ნელი ბეროშვილი და ელზა ჯანგულაშვილი დააჯილდოვა.
მათ მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
პედაგოგების დაჯილდოვებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები: