
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებას სრული მზადყოფნით შეხვდა.
დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ და იზრუნეს, რომ ეს დღე ბავშვებისთვის ზეიმად ექცია.
2025-2026 სასწავლო წელი სკოლაში საინტერესო ღონისძიებით დაიწყო. სიმბოლურად, საქართველოს ჰიმნის ფონზე, პირველკლასელმა აღმართა საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა.
სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს მიულოცა დამდეგი სასწავლო წელი და წარმატებები უსურვა. დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ქართველ პოეტთა ლექსები წაიკითხეს სკოლაზე, სწავლის მნიშვნელობასა და ცოდნის მიღების აუცილებლობაზე, სექტემბერზე ... ასევე, იმღერეს და სახალისო აქტივობებით გაალამაზეს სადღესასწაულო დღე.