ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში სასწავლო პროცესი საეკლესიო ახალ წელს, საზეიმოდ განახლდა 
25-09-2025

ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ყოველი სასწავლო წლის დაწყება ზეიმია. 

გიმნაზიამ, ტრადიციისამებრ, 14 სექტემბერს განაახლა სასწავლო პროცესი, ეს დღე დღესასწაულია ყველა მოსწავლისთვის, განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის, რომელთაც ცოდნის სამყაროში პირველად შეაბიჯეს. 

სკოლის დირექტორმა, დეკანოზმა დანიელმა დალოცა თითოეული გიმნაზიელი, ჩაატარა სადღესასწაულო პარაკლისი. სკოლის ხელმძღვანელმა ყველა გიმნაზიელს მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება, წარჩინებულ მოსწავლეებს გადასცა სამახსოვრო სიგელები და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

საზეიმო მიღებამ, მორთულ-მოკაზმულმა სასკოლო სივრცემ, წარმატებულ მოსწავლეთა დაჯილდოებამ და ლამაზმა ღონისძიებამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.

აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს.

14 სექტემბერი (ახ. სტ.) - დაწყება ინდიქტიონისა ანუ საეკლესიო ახალი წლისა. ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამსხმელო, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა სიტკბოებითა შენითა უფალო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203