ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები, ტრადიციისამებრ, მეუფე დიმიტრიმ დააჯილდოვა
25-09-2025

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა არაერთი ლამაზი ტრადიციის მატარებელია.

სკოლის ცხოვრებაში ერთ-ერთი გამორჩეულია წარჩინებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოება წმინდა ანდრია პირველწოდებულის მედლით, დიპლომითა და ერთჯერადი სტიპენდიით.

ამ დიდებულ ტრადიციას საფუძველი ჩაუყარა გიმნაზიის დამფუძნებელმა მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ.

21 სექტემბერს ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მეუფე დიმიტრიმ დალოცა ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები, მიულოცა მათ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი დღე, გადასცა მედლები, დიპლომები და სტიპენდიები.

2024-2025 სასწავლო წელს ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის წარჩინებული, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის მედალოსნები არიან:

  • ნუცა ხუციშვილი;
  • ალექსანდრე ჯელია;
  • ანა გოგიჩაიშვილი;
  • ანა დარჩიძე;
  • ლიკა ჯოხაძე;
  • რატი ნემსაია;
  • ნატალი თედორაძე;
  • ელენე ხუჯაძე;
  • დათა ურუშაძე;
  • ანანო ხინკილაძე;
  • ნუცა ნიკოლაიშვილი.

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სწავლაში მიღწეულ წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„დიდი სიხარულით ვულოცავთ ახალგაზრდებს - დღეს უკვე სტუდენტებს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203