საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის მართლმამდიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებას აქტივობა მიეძღვნა
25-09-2025

საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის მართლმამდიდებლური სკოლა-გიმნაზიის დირექცია და პედაგოგები გარდა იმისა რომ მოსწავლეებს აძლევენ ხარისხიან საგნობრივ განათლებას, მათ პიროვნულ აღზრდა-განვითარებაზეც ზრუნავენ და საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებს დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. 

სკოლა-გიმნაზიაში სასკოლო კვირეულის ფარგლებში ჩატარებული აქტივობები გრძელდება. 

ერთ-ერთ ბოლო აქტივობას უძღვებოდა სამოქალაქო განათლების პედაგოგი ანა თოდუა.

შეხვედრაზე მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად და იმუშავეს შემდეგ დავალებაზე - „ბაჭიას უფლებები“.

მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად განიხილეს:

რა სჭირდება ბაჭიას ზრდასრული კურდღელი რომ გახდეს?

რისი უფლებები აქვს მას და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მის გაზრდა/მზრუნველობაზე?

როგორ შეიძლება ბაჭიას უფლებები გადმოვიტანოთ რეალურ ცხოვრებაში და მოვარგოთ ჩვენს ირგვლივ მყოფ ბავშვებს?

როგორ შეიძლება გავიაზროთ თუ რა სჭირდებათ ბავშვებს, რათა სრულყოფილად იქნეს დაცული მასლოუს პირამიდის საფეხურები მათი პიროვნული განვითარების პროცესში?

შეხვედრა მეტად საინტერესოდ წარიმართა და მოსწავლეებისთვის მეტად  შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203