„გვეამაყები“- დაბა ლენტეხის N1 სკოლის კურსდამთავრებული გიორგი ლიპარტელიანი ჩეხეთში, მასარიკის უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას
25-09-2025

დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულის ბრწყინვალე წარმატებით ამაყობენ.

სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული გიორგი ლიპარტელიანი, 2025-2026 სასწავლო წელს, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, მასარიკის უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას.

სკოლაში ახარებთ კურსდამთავრებულის ბრწყინვალე მიღწევა და სჯერათ, რომ გიორგი ასახელებს სკოლას, დაბასა და ქვეყანას.   

„ეს მნიშვნელოვანი მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ღირებულებებს, რასაც ჩვენი სკოლა აღზრდის პროცესში ემყარება - განათლება, შრომისმოყვარეობა და საერთაშორისო თანამშრომლობა. ვუსურვებთ მას წარმატებებს აკადემიურ საქმიანობაში და მომავალ პროფესიულ გზაზე! გვეამაყები გიორგი, სკოლას და მასწავლებლებს. გილოცავთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203