საბავშვო ბაღის ვალდებულებები და უფლებები აღსაზრდელებსა და მათ მშობლებთან
29-09-2025

საბავშვო ბაღის უფლებები და ვალდებულებები ბავშვებთან და მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან მიმართებით კანონით არის განსაზღვრული.

საჯარო დაწესებულება უზრუნველყოფს:

ა) ყველა ბავშვისთვის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობას, მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური თუ სხვა მახასიათებლების მიუხედავად;

ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების პროცესში ბავშვთა მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების ჩართულობას.

ბაღი ვალდებულია ხელი შეუწყოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროცესში ბავშვის სპორტულ აქტივობას, რომლის მიზანი უნდა იყოს ადრეულ ასაკში ბავშვის ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203