ჩორჯოს საჯარო სკოლის ​დირექტორმა - ნანა ჯანელიძემ მოსწავლის - მართა კვახაძის წარმატების შესახებ „ეტალონის“ ოფიციალური წერილი მიიღო
24-09-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჯოს საჯარო სკოლის მოსწავლე მართა კვახაძე „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის გამორჩეული მონაწილეა. 

მოსწავლე მათემატიკის ოლიმპიადაში, შესაბამისი კლასის საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეთა ათეულში მოხვდა.

მისი წარმატება საამაყოა მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის. 

სკოლის დირექტორმა - ნანა ჯანელიძემ ეტალონი-მედია“ ჯგუფისგან მოსწავლის წარმატების შესახებ ოფიციალური წერილი მიიღო.

„გვსურს სიამაყით გაცნობოთ, რომ თქვენი სკოლის მოსწავლემ გამორჩეულ შედეგს მიაღწია საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ 2025 წლის გაზაფხულის სეზონის საგნობრივ ოლიმპიადაში. კერძოდ:
მათემატიკის ოლიმპიადაში, შესაბამისი კლასის საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეთა ათეულში მოხვდა: მართა კვახაძე, II კლასი.

დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი მოსწავლის წარმატება მის შრომისმოყვარეობასა და სიბეჯითესთან ერთად, თქვენი სკოლის ძლიერი პედაგოგიური გუნდისა და ეფექტური საგანმანათლებლო მხარდაჭერის დამსახურებაა. უდავო ფაქტია, რომ მოსწავლეთა და
სკოლების პოზიტიური საგანმანათლებლო წარმოჩენა, რასაც ემსახურება „ეტალონი“ და მისი პროექტები - აუცილებელი კომპონენტია მომავალი თაობის ეფექტური მოტივაციისთვის“,- ვკითხულობთ წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203