სკოლების მონირტორინგის შედეგებს 26 სექტემბერს განიხილავენ - დეტალები
25-09-2025

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მორიგი სხდომა 26 სექტემბერს გაიმართება. სხდომაზე განხილული იქნება მონიტორინგის შედეგები და ავტორიზაციის საკითხები. ჯამში 6 სკოლის შესახებ იმსჯელებს საბჭო. 

დღის წესრიგი:

1.    სსიპ- ბესიკ კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარის საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;

2.    სსიპ - სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;

3.    შპს ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების განხილვა;

4.    სსიპ - ქალაქ ზუგდიდის N3 საჯარო სკოლაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების განხილვა;

5.    შპს ინოვაციების სკოლაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების განხილვა;

6.    სსიპ - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების განხილვა; 

საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, „zoom“-ის პლატფორმის გამოყენებით.
ბმული: https://us02web.zoom.us/j/87870518036?pwd=SJRLkAmz3ybxNcZDeHMRgP3J8LNwqO.1

Meeting ID: 878 7051 8036
Passcode: 120218

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203