იანეულის საჯარო სკოლაში, სპორტის კვირეულის ფარგლებში, საკალათბურთო შეჯიბრი გაიმართა 
24-09-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები ფიზიკური აღზრდისა და სპორტის  მასწავლებლის - ზვიად კეკელიძის ხელმძღვანელობით, აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში. 

სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სკოლა აქტიურად შეუერთდა სასკოლო სპორტის კვირეულს. 22-28 სექტემბრის ჩათვლით, მთელი კვირა ჯანსაღ ცხოვრებას, აქტივობასა და მეგობრულ შეჯიბრებებს დაეთმობა.

კვირეულის მეორე დღე მიეძღვნა კალათბურთს 3X3 (გოგონები, ვაჟები).

მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს. სპორტული აქტივობა მათთვის მეტად თავშესაქცევი და სახალისო აღმოჩნდა.

კვირეულს სკოლაში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის  მასწავლებელი: ზვიადი კეკელიძე ხელმძღვანელობს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203