იანეულის საჯარო სკოლაში სასკოლო სპორტის კვირეული მინი ფეხბურთის შეჯიბრით გაიხსნა
24-09-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, სკოლა სასკოლო სპორტის კვირეულს აქტიურად შეუერთდა. 

ეს კვირა, 22-28 სექტემბერი, მთლიანად ჯანსაღ ცხოვრებას, აქტივობასა და მეგობრულ შეჯიბრებებს დაეთმობა.

22 სექტემბერი, კვირეულის პირველი დღე სკოლაში მინი ფეხბურთს მიეძღვნა. მოსწავლეებში შეჯიბრში ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და ბევრი იხალისეს. 

კვირეულს სკოლაში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის  მასწავლებელი ზვიადი კეკელიძე კურირიებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203